ზოგადი მიმოხილვა

ზოგადი მიმოხილვა

რა არის პარაპლანი ?

 

   პარაპლანი არის  თავისუფლად მფრენი საჰაერო ხომალდი, რომლის გაშვებაც ხდება ადამიანის ფეხის კიდურების საშუალებით. პილოტი ზის სპეციალურად შეკერილ ჩანთაში, რომელიც ჰკიდია უშუალოდ პარაპლანის ცენტრში, მის ფორმას აყალიბებს ფრთის წინ არსებული ხვრელებიდან, მაღალი წნევით შემავალი ჰაერი,  იგი გახლავთ ძალიან მსუბუქი და კომპაქტური, დაკეცილ მდგობარეობაში მისი მოცულობა 0.5 კუბურ მეტრს არ აღემატება, ამის გამო მისი ზიდვა ადამიანისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

 

რა არის პარაგლაიდინგი ?

 

  პარაპლანი არის მფრინავი ობიექტი რომლისთვისაც საჭიროა თბილი ჰაერის მასა, რომელიც მას ეხმარება სიმაღლის აკრეფვაში.  ამწევი ძალის წარმომქმნელი ძირითად წყაროდ კი  გამთბარი მიწის ზედაპირი გვევლინება, რის შედეგადაც წარმოიქმნება აღმავალი ჰაერის სვეტი, ეგრედ წოდებული „თერმიკი“ .  ასევე, როდესაც ქარი უბერავს გორის ან მთის ციცაბო კალთაზე, 90 გრადუსიანი კუთხით, წარმოიქმნება ამწევი ძალა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვინავარდოთ პარაპლანით მთის კიდის გასწვრივ.

მთიან გარემოში ძირითად ამწევ ძალას წარმოადგენს „თერმიკი“, ბევრი გამოცდილი მფრინავი იყენებს ბუნების ამ საოცარ მოვლენას, რათა იფრინოს მარშუტზე ასობით კილომეტრი.

შედარებით დაბალმთიან რაიონში კი საფრენად ძირითადად  გამოიყენება მთის კალთისა და ქარის მიერ ერთობლივად წარმოქმნილი ამწევი ძალა.


ფრენის განრიგი

საფრენი ადგილი ფრენის თარიღი
Tbilisi Sea 07 აგვ 2018 10:30 - 20:00
Tbilisi Sea 16 აგვ 2018 11:00 - 20:00
Tbilisi Sea 21 აგვ 2018 13:00 - 19:00
Tbilisi Sea 22 აგვ 2018 13:00 - 20:30
Tbilisi Sea 25 აგვ 2018 11:00 - 20:00
Sagarejo - Kazaniani 27 აგვ 2018 13:00 - 20:30
Sagarejo - Kazaniani 31 აგვ 2018 14:00 - 20:30
Tbilisi Sea 15 სექ 2018 10:30 - 18:30
Tbilisi Sea 21 სექ 2018 14:00 - 19:00
Tbilisi Sea 22 სექ 2018 10:30 - 19:00
ფრენების კალენდარი