პარაგლაიდინგის ისტორია

პარაგლაიდინგის ისტორია

პარაგლიდინგი არის ადამიანის უძველესი ოცნების რეალიზაცია,  ეს ოცნება კი, რა თქმა უნდა, ფრენაა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ცაში აფრენა არარეალურად ეჩვენებოდა თითქმის ყველას, მაგრამ დღესდღეობით, ფრენსის როგალოს წყალობით, რომელიც პარაგლაიდინგის მამად არის წოდებული და კიდევ მრავალი სხვა ადამიანის დამსახურებით, ფრენა ყოველდღიურ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

 

ცნობილი ლეგენდით „იკაროსით“ დაწყებული და შემდგომში უფრო თანამედროვე ავიატორებით ( ოტო ლილიენტალი, ოქტავ ჩანუტე, ჯონ მონტგომერი ) დამთავრებული, ბევრი ადამიანი ცდილობდა განეცადა თავისუფალი ფრენით მიღებული სიამოვნება. არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ასპარეზზე გამოჩნდა ფრენსის როგალო, მან გამოიყენა ლეონარდო და ვინჩის, ოტო ლილიენტალის, ოქტავ ჩანუტეს და ჯონ მონტგომერის ნაშრომები და 1940-იანი წლების ბოლოს შექმნა პირველი მოქნილი ფრთის კონსტრუქცია. გამოგონების უნიკალირობა მის სიმარტივესა და სიიაფეში გამოიხატებოდა. ასევე, ის გამოიყენებოდა, როგორც პარაშუტი. ფრთის აეროდინამიური კოეფიციენტი იყო 3:1, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრთა ყოველი სამი მეტრის ფრენის შემდეგ 1 მეტრ სიმაღლეს კარგავდა. ინოვაციურმა გამოგონებამ მალე მოიპოვა პოპულარობა, პარაპლანით დაინტერესდა აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო და “NASA” , ვინაიდან მის ასაფრენად სულ არ იყო აუცილებელი ძრავა, უბრალოდ ადამიანის მცირე მანძილზე სწრაფი გარბენაც საკმარისი იყო.

 

პარაპლანის ფესვები შეგვიძლია ვეძებოთ ლეონარდო და ვინჩის ნახატებში და ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილ პარაშუტის მოდიფიკაციებშიც. შემდეგი დიდი ნაბიჯი პარაგლაიდინგის განვითარებაში დავიდ ბარიშმა გადადგა 1960-იან წლებში, როცა მან შექმნა ე. წ. „sail wing”  NASA-ს შატლის კაფსულისათვის, ამავე ფრთით მან შეასრულა პირველი ფრენა აშშ-ს ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე.

 

დღევანდელი პარაპლანი ბევრად უფრო დახვეწილი და მოდერნიზირებულია, მის დიზაინში მრავალი თანამედროვე ინჟინერის შრომაა ჩადებული. თანამედროვე ფრთის კონსტრუქციამ უნდა გაიროს მრავალჯერადი შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს ვარგისიანობის სერტიფიკატს. თანამედროვე პილოტები დაფრინავენ ალტიმეტრების, ვარიომეტრების, სარეზერვო პარაშუტების და მრავალი სხვა მოწყობილობის დახმარებით. 100-200 კილომეტრის პარაპლანით ფრენა დღეს უკვე აღარ წარმოადგენს იშვიათობას. თანამედროვე პარაპლანის იდეა კი წამოვიდა სქაი დაივერების პარაშუტიდან, სწორედ ამ პარაშუტით ცდილობდნენ ექსტრემალები მთის ციცაბო ფერდობებიდან დაშვებას. 

პარაგლაიდინგი, როგორც სპორტის სახეობა, პირველად შეიქმნა საფრანგეთში 1978 წელს, სულ მალე 1982 წელს კი უკვე დიდი განვითრება ჰპოვა შვეიცარიის და ავსტრიის ალპებში. კერძო კომერციული კომპანიები ხვეწდნენ და ავითარებდნენ პარაპლანებს, უკეთესი საფრენი მახასიათებლების მისაღებად. 1990-იან წლებში პარაპლანმა ბრაზილიაშიც ჩააღწია, სწორედ ამ ქვეყანაში დაფიქსირდა მსოფლიო რეკორდი 2007 წელს, 461.4 კილომეტრი. თანამედროვე რეკორდი შორ მანძილზე (ქროს-ქანთრი) ფრენაში კი 600 კმ-ს მიუახლოვდა.

 


ფრენის განრიგი

საფრენი ადგილი ფრენის თარიღი
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 29 ივლ 2022 13:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 26 ივლ 2022 13:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 20 ივნ 2022 12:00 - 18:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 19 ივნ 2022 12:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 30 მაი 2022 12:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 29 მაი 2022 11:00 - 19:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 26 მაი 2022 12:00 - 19:00
გუდაური კანიონი / Gudauri Canyon 02 აპრ 2022 11:00 - 17:00
თბილისის ზღვა / Tbilisi Sea 02 აპრ 2022 12:00 - 18:00
გუდაური კანიონი / Gudauri Canyon 30 მარ 2022 13:00 - 17:00
ფრენების კალენდარი