История парапланеризма

История парапланеризма

     პარაგლიდინგი არის ადამიანის უძველესი ოცნების რეალიზაცია, ეს ოცნება კი რა თქმა უნდა ფრენაა. არც თუ ისე დიდი ხნის წინად ცაში აფრენა არარეალურად ეჩვენებოდა თითქმის ყველას, მაგრამ დღეს დღეობით ფრენცის როგალოს წყალობით, რომელიც პარაგლაიდინგის მამად არის წოდებული და კიდევ მრავალი სხვა ადამიანის დამსახურებით, ფრენა, ყოველდღიურ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

 

     ცნობილი ლეგენდით „იკარუსით“ დაწყებული და შემდგომში უფრო თანამედროვე ავიატორებით ( ოტო ლილიენტალი, ოქტავ ჩანუტე, ჯონ მონტგომერი ) დამთავრებული, ბევრი ადამიანი ცდილობდა განეცადა თავისუფალი ფრენით მიღებული სიამოვნება. არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ასპარეზზე გამოჩნდა ფრენცის როგალო, მან გამოიყენა ზემოთ ხსენებული ლეონარდო და ვინჩის, ოტო ლილიენტალის, ოქტავ ჩანუტეს და ჯონ მონტგომერის ნაშრომები და 1940-იანი წლების ბოლოს შექმნა პირველი მოქნილი ფრთის კონსტრუქცია. გამოგონების უნიკალირობა მის სიმარტივესა და სიიაფეში გამოიხატებოდა, ასევე ის შეგეძლოდ გამოგეყენებინათ როგორც პარაშუტი. ფრთის აეროდინამიური კოეფიციენტი იყო 3:1, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრთა ყოველი სამი მეტრის ფრენის შემდეგ 1 მეტ სიმაღლეს კარგავდა. ინოვაციურმა გამოგონებამ მალე მოიპოვა პოპულარობა, პარაპლანით დაინტერესდა აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო და “NASA” , ვინაიდან მის ასაფრენად სულ არ იყო აუცილებელი ძრავა, უბრალოდ ადამიანის მცირე მანძილზე სწრაფი გარბენიც საკმარისი იყო იმისთვის რომ ჰაერში აღმოჩენილიყავი.

 
 

     პარაპლანის ფესვები შეგვიძლია ვეძებოდ ლენარდო და ვინჩის ნახატებში და ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილ პარაშუტის მოდიფიკაციებშიც. შემდეგი დიდი ნაბიჯი კი პარაგლაიდინგის განვითარებაში დავიდ ბარიშმა გადადგა 1960-იან წლებში, როცა მან შექმნა ეგრედ წოდებული „sail wing”-ი, NASA-ს შატლის კაფსულისათვის, ამავე ფრთით მან შეასრულა პირველი გაფრენა აშშ-ს ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე.

 
 

     დღევანდელი პარაპლანი კი უკვე ბევრად უფრო დახვეწილი და მოდერნიზირებულია, მის დიზაინში მრავალი თანამედროვე ინჟინრის შრომაა ჩადებული, თანამედროვე ფრთის კონსტრუქციამ უნდა შეძლოს და გაუძლოს მრავალ დატვირთვასა თუ სტრესს და ყოველივე ამის შემდეგ იღებს სერტიფიკატს. თანამედროვე პილოტები დაფრინავენ ალტიმეტრების, ვარიომეტრების, სარეზერვო პარაშუტების და მრავალი სხვა მოწყობილობების დახმარებით. 100-200 კილომეტრის პარაპლანით ფრენა დღეს უკვე აღარ წარმოადგენს იშვიათობას. თანამედროვე პარაპლანის იდეა კი წამოვიდა სკაი დაივერების პარაშუტიდან, სწორედ ამ პარაშუტით ცდილობდნენ ექსტრემალები მთის ციცაბო ფერდობიდან დაშვებას. პარაგლიდინგი კი როგორც სპორტის სახეობა პირველად შეიქმნა საფრანგეთში 1978 წელს, სულ მალე 1982 წელს კი უკვე დიდი განვითრება ჰპოვა შვეიცარიის თუ ავსტრიის ალპებში, კერძო კომერციული კომპანიები ხვეწდნენ და ავითარებდნენ პარაპლანებს, უკეთესი საფრენოსნო მახასიათებლების მისაღებად. 1990-იან წლებში კი პარაპლანმა ბრაზილიაშიც ჩააღწია, სწორედ ამ ქვეყანაში დაფიქსირდა მსოფლიოს ახალი რეკორდი, 2007 წელს, 461.4 კილომეტრი.

 

Расписание полетов

Место полета Дата полета
თბილისის ზღვა 19 ნოე 2018 11:30 - 17:30
თბილისის ზღვა 11 ნოე 2018 10:30 - 18:00
თბილისის ზღვა 10 ნოე 2018 10:30 - 18:00
თბილისის ზღვა 05 ნოე 2018 11:00 - 18:00
თბილისის ზღვა 04 ნოე 2018 11:00 - 18:00
თბილისის ზღვა 29 ოქტ 2018 11:00 - 17:30
თბილისის ზღვა 21 ოქტ 2018 11:00 - 17:30
თბილისის ზღვა 20 ოქტ 2018 11:00 - 18:00
თბილისის ზღვა 17 ოქტ 2018 13:00 - 18:00
თბილისის ზღვა 11 ოქტ 2018 12:30 - 18:00
Календарь