ფრენა არის უნარ-ჩვევა, რომლითაც ადამიანთა მცირე ჯგუფი თუ გამოირჩევა და მათგანაც კი ვინც დაფრინავს, ძალიან ცოტა თუ ახერხებს მის სიღრმისეულ შესწავლას და ცაში ჩიტივით ფრენას. რთულია აფრინდე, მოძებნო აღმავალი დინებები, რათა დიდხანს დარჩე ჰაერში და შემდეგ მშვიდობიანად დაეშვა დედამიწაზე. ფრენის ის სახეობა რასაც ჩვენ ვანხორციელებთ ძალია სპეციფიურია და განსხვავდება სხვებისგან, ჩვენთვის კი უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ფრენა იყოს უსაფრთხო და სასიამოვნო.
წარსულში მფრინავები უამრავ შეცდომას უშვებდნენ, სწავლის პროცესში, ზოგიერთისთვის შეცდომები საბედნიეროდ კარგად მთავრდებოდა, ზოგისთვის კი არა. სწორედ იმ დროს შეიძინა პარაგლაიდინგმა სახიფათო სპორტის რეპუტაცია და დღემდე შემორჩა კიდეც. რისკები დღესაც არსებობს, მაგრამ ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ავირიდოთ უბედური შემთხვევებ, რისკებს მართვადს ხდის. ჩვენი სპორტის პიონერების მიერ 40 წლის განმავლობაში დოგროვილმა გამოცდილებამ, საშუალება მოგვცა შექმნილიყო სასწავლო და სარეიტინგო სისტემა მფრინავებისათვის.
დღევანდელი საწვრთნელი სისტემა შეიცავს სხვადასხვა ფაზას. დაწყებული მიწაზე ფრთითა და ჩანთით სირბილიდან, დამთავრებული გორის ციცაბო ფედზე დაშვებით, სტუდენტი სწავლობს ფრენის ძირითად უნარებს, თანმიმდევრობით. ყოველი მომდევნო წინა გაკვეთილის გაგრძელებას წარმოადგენს. თანდათან სტუდენტის საფრენოსნო უნარ-ჩვევები იხვეწება, იმატებს თავდაჯერებულობაც და ნელ-ნელა დავალებაც რთულდება, შედარებით ძლიერი ქარითა და თერმული ნაკადებით. ეს სწავლის პროცესი არასდროს მთავრდება, არამხოლოდ ახალბედებისთვის არამედ გამოცდილი გამოცდილთათვისაც. კარგი პილოტი ყოველთვის სწავლის პროცესშია, მუდამ ცდილობს იმუშაოს საკუთარ თავზე და გახდეს უფრო კარგი მფრინავი.