უსაფრთხოება

უსაფრთხოება

რისკების მართვა პარაგლაიდინგში

     შეიძლება ვინმესგან გაგიგიათ შემდეგი გამოთქმა: „ პარაგლაიდინგი მანქანის ტარებაზე სახიფათო არ არის“, ისე იმდენად მომრავლდნენ უწესრიგო მანქანის მძღოლები, რომ შეიძლება ეს გამოთქმა სწორეც იყოს, მაგრამ ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ პარაპლანის პილოტების სიკვდილის მიზეზი უფრო ხშირად პარაპლანია და არა მანქანა.

     დავიწყოთ იმით რომ მაგალითად, მოტოციკლეტის მართვის დროს 16 ჯერ უფრო ახლოს ხართ ფატალურ შედეგთან ვიდრე მანქანის ტარების დროს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ არავის შეშინებას და პარაპლანთან დაკავშირებულ რისკებზე საუბარს ფატალური შედეგების განხილვით არ დავიწყებთ, მაგრამ ბევრ ჩვენგანს, რომელთაც წლების გამოცდილება აკავშირებთ ამ სპორტთან თავის თავზე გამოუცდია მოტეხილობისგან ან დაბეჟილობებისგან მიღებული ტკივილი, ან დაშავებული მეგობრის სანახავად მაინც მისულა საავადმყოფოში.

     ადვილია იმის თქმა, რომ ავიატორობა რისკიანი პროფესიაა, მაგრამ მაშინ რატომაა კომერციული თვითმფრინავით გადაადგილება, მგზავრობის ყველაზე უსაფრთხო გზა? კომერციული ავიაციასა და პარაპლანს ბევრი საერთო რისკი გააჩნიათ. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ კომერციულ ავიაციაში ეს რისკები ჭკვიანურად და კარგადაა მართული, ვიდრე პარაპლანიზმში. არა მხოლოდ კატასტროფები, არამდედ პატარა უზუსტობებიც კი სიღმისეულადაა შესწავლილი და დამუშავებული, რათა მომავალში იგივე შეცდომა აღარ განმეორდეს. უზუსტობების შეტყობინება და განხილვა გვეხმარება რისკების წყაროს დადგენაში.

     სანამ ჩვენ დაკავებულნი ვართ რისკების მართვით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ სრულყოფილებას მაინც ვერ მივაღწევთ. ჩვენ ასევე უნდა განვსაჯოთ რისკები, როლმებიც ჩვენს შიშს უკავშირდება, შიში ხანდახან კარგი რისკის ინდიკატორია, მაგრამ უფრო ხშირად ის მხოლოდ შიშია და უბრალოდ უნდა დაძლიო, მით უმეტეს თუ საქმე ფრენას ეხება.


რისკები და ალბათობები

     იმისათვის რომ შიშით გამოწვეული რისკის გრძნობა ჩავანაცვლოდ რეალური რისკით, ჩვენ დაგვეხმარება რისკსა და ალბათობას შორის ურთიერთკავშრის განსაზღვრა. რისკის ყველაზე კარგ განმარტებად შეგვიძლია მივიჩნიოთ შემდეგი: „რიკსი არის მოვლენების ალბათობისა და შედეგების ურთიერთ ნამრავლი“. ამ ნამრავლში ალბათობა არის 0-დან 1-მდე რიცხვი, 1 რეალური რიცხვია ხოლო 0 შეუძლებელი. ასე რომ თუ მიღებული შედეგი ძალიან დიდია(მძიმეა), მაგალითად, როგორც ჩამოვარდნის დროს მიღებული სიცოცხლისთვის საშიში ტრამვა, ძალიან დაბალი ალბათობის დროს რისკის დონე მაინც მაღალი ხდება. საპირისპიროდ შეგვიძლია ვთქვათ რომ, თუ შედეგები უმნიშვნელოა, რისკის დონე დაბალი ხდება მაღალი ალბათობის შემთხვევაშიც.

     შეიძლება დაგვებადოს შეკითხვა: „რეალურად როგორ დაგვეხმარება ეს ყველაფერი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში?“. მოდით განვიხილოთ მაგალითი! ვთქვათ, თქვენ მიფრინავთ მარშუტზე და განზრახული გაქვთ მიაღწიოთ გარკვეულ ადგილამდე, თქვენს ქვემოთ კი არის უსაფრთხო დასაჯდომი მინდორი. ამ დროს თქვენ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ დასახული ამოცანის შესრულება და აგრძელებთ ფრენას, მაგრამ არის საშიშროება, რომ შემხედრმა ქარმა ხელი შეგიშალოთ მიზნის მიღწევაში, საბედნიეროდ იმ შემთხევაშიც კი თუ ქარი ხელს შეგიშლით თქვენ შეძლებთ ველზე მშვიდად დაჯდომას და მიზნამდე რამოდენიმე კილომეტრს ფეხით გავლას. ამგვარად, ბევრმა ჩვენგანმა უნდა ივარჯიშოს იმის განსაზღვრაში, რომ თუ მოსალოდნელი ცუდი შედეგის ალბათობა მცირეა შეგვიძლია გავაგრძელოთ მიზნისკენ სწრაფვა. მეორეს მხრივ

     წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს ქვემოთ უსაფრთხო დასაჯდომი მინდორის ნაცვლად ხეობები და მაღალი ძაბვის გადამცემი ანძებია. ამ დროს უნდა განვსაზღვროთ რისკ ფაქტორი, მაშინაც კი თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დასახულ მიზნამდე ვერ მიღწევის ალბათობა ძალიან მცირეა, დაიმახსოვრეთ, ექსტრემალური გარემოებები (ტყე, ვიწო ხეობები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ა.შ.) ქმნიან დიდ რისკებს პარაპლანით ფრენის დროს.

     რისკის განსაზღვრების ცოდნა, იმ რისკებისთვის რომლებიც ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ნამდვილად ხელსაყრელია, მაგრამ შემთხვევების უმეტესობა, იქნება ეს პარაპლანით ფრენის დროს მიღებული ტრამვა თუ კოსმოსური შატლის კატასტროფა, მომდინარეობს უცნობი რისკებიდან. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ახალბედა პილოტის ისტორია; სულ ცოტა ხნის წინ, მან გადაწყვიტა ზღვის კლდოვან სანაპიროზე გასულოყო საფრენად, ადგილზე მისულს საამური ნიავი დახვდა, საკვირველი კი ის იყო, რომ მის გარდა არც ერთი პილოტი არ იმყეფობოდა გარშემო. მფრინავმა ჩათვალა, რომ უბრალოდ სხვებმა არ იცოდნენ ამ ადგილის შესახებ და განაგრძო ფრენისთვის მზადება, ის კი ვერ გათვალა თუ რაოდენ საშიში შეიძლება ყოფილიყო პატარა კლდოვანი ნაპირი მისი ჯანმრთელობისთვის, ყველაფერი კი მძიმე მოტეხილობით და სამაშველო ეკიპაჟის ჩარევით დასრულდა. ამ გზით პილოტმა შეიტყო მისთვის აქამდე უცნობი რისკის შესახებ.

     ყოველივე ამის შემდეგ დაშავებულმა მფრინავმა მოისმინა, იმის შესახებ, რომ ის არი იყო ერთადერთი პილოტი, რომელმაც ვერ გათვალა მოსალოდნელი რისკი, რომ მისნაირი ისტორია მრავალ გამოცდილ მფრინავს ქონდა თავს გადახდენილი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: „ხშირად უცნობი რიკსი, მხოლოდ ჩვენითვისაა უცნობი და არა ყველასთვის“; ის რაც დამწყები მფრინავისთვის ახალი ხილია, ბევრ გამოცდილ მფრინავს უკვე კარგად აქვს დაგემოვნებული. ასე რომ უფრო იოლად ავიცილებთ თავიდან უსიამოვნო შედეგებს, თუ ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას და მოვისმენთ რჩევებს სხვა პილოტებისგან. ხშირი კომუნიკაციით ჩვენ შევამცირებთ უცნობი რიკსების რიცხვს, მაგრამ რა თქმა უნდა ბოლომდე ვერასდროს ამოვწურავთ მათ.


რისკების მართვა

     რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ გავითავისოთ და გავაანალიზოთ თითოეული რისკ ფაქტორი, ამასთან იბადება კითხვა, როგორ შევძლებთ რისკების მართვას მაშინ, როდესაც სრულყოფილად არ გაგვაჩნია ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ?! ჩვენდა საბედნიეროდ უცნობი რისკების მართვა სხვა არაფერია, თუ არა ჩვეთვის უკვე ცნობილი რისკების სიღრმისეული შესწავლა. თვითმფრინავებისა თუ შენობების კონსტრუქციებს ინჟინრები ანგარიშობენ მათთვის ცნობილი რისკების შესაბამისად, შემდეგ აანალიზებენ მოსალოდნელ უცნობ რისკებს და ამის გათვალისწინებით კონსტრუქციას უმატებენ „უსაფრთხოების ფაქტორს“. „უსაფრთხოების ფაქტორის“ დამატება ხდება შეცდომების ანალიზით მიღებულ შედეგზე დაყრდნობითა და იმით თუ რაოდენ სიღრმისეულადაა შესწავლილი ესა თუ ის რისკი. თანამედორვე კომპიუტერული პროგრამების წყალობით, მექანიკური შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი დღევანდელ ინჟინერიაში. ეს კონცეფცია ჩვენც შეგვიძლია გამოვიყენოთ პარაპლანის მართვის დროს.

     მოდით დაუბრუნდეთ ჩვენს ძველ დისკუსიას, პარაპლანით ერთი ადგილიდან მეორემდე გადაფრენის თაობაზე. გავიხსენოთ, რომ თუ მიზნამდე მისაღწევად გადასალახი ველი უსაფრთხოა დასაჯდომად, მაშინ ეს ის დროა რომ თქვენ გამოცადოთ თქვენი და თქვენი ფრთის შესაძლებლობები, გაეცნოთ საკუთარი პარაპლანის „ქცევას“ რეალურ გარემოში, თუ რა მანძილის ფრენა შუძლია მას რელაურად, საუკეთესო ანდა ყველაზე ცუდ საფრენ ამინდში, როდესაც შემხვედრი ქარი ძლიერია. იმის მერე რაც, გეცოდინებათ თქვენი ფთის ფრენის ხარისხი, ყველაზე ცუდ და ყველაზე კარგ პირობებში, შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი ფრენის მანძილი, უკვე სხვადასხვა საფრენ ადგილას, უფრო რთული რელიეფის შემთხვევაში. ეს ცოდნა კი შიგძლიათ მიიჩნიოთ როგორც თქვენი „უსაფრთხოების ფაქტორი“, როგორც ამას თვითმფინავის ინჟინრები იყენებენ ხოლმე.

      საუკეთესო გზა, რომ მთლიანად გავანადგუროთ ფრენასთან დაკავშირებული რიკსები არის ის, რომ არ ვიფრინოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრი ჩვენგანისთვის ეს არც ისე კარგი არჩევანია, ჩვენ უნდა შევძლოთ და ვისწავლოთ რისკების მართვა და უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი რისკებსა და ფრენის დროს დაგროვილ გამოცდილებას შორის. რისკების მართვა ფრენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევას წარმოადგენს, რა თქმა უნდა ამ ყველაფრის სწავლის დროს იქნება შეცდომებიც, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ეს შეცდომები რაც შიძლება უმტკივნეულო იყოს ჩვენთვის. ძალიან ხშირად განსხვავება ინციდენტსა და უბედურ შემთხვევას შორის მხოლოდ სიმაღლეა.

     გარდაუვალი ინციდენტები და შემთხვევება შეგვძენს გამოცდილებას და არა წარუმატებლობას. შესწავლა იმისა თუ რა შეიძლება მოყვეს მაქსიმალური სიჩქაირთ ფრენას, არის გამოცდილების დაგროვების ერთ ერთი ყველაზე კარგი მეთოდი, მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ მაღალ სიმაღლეზეა რეკომენდირებული და ისიც ინსტრუქტორთან უწყვეტი რადიო კავშირის პირობებში. გამოცდიების დაგროვების უფრო კარგი გზა კი სხვის შეცდომებზე სწავლაა, ავიაციის ისტორია სავსეა პილოტებით, რომელთაც შესწირეს საკუთარი ძვლები ან სიცოცხლე რათა შეესწავლათ ყველაზე მწარე გაკვეთილები. ამ შეცდომების გამეორება კი მათი ხსოვნის უპატივცემულობაა, მათ ხომ საკუთარი სისხლით დაწერეს ავიაციის ისტორია, რათა ადამიანის ოცნება, რელობად გადაექციათ.


ფრენის განრიგი

საფრენი ადგილი ფრენის თარიღი
თბილისის ზღვა 19 ნოე 2018 11:30 - 17:30
თბილისის ზღვა 11 ნოე 2018 10:30 - 18:00
თბილისის ზღვა 10 ნოე 2018 10:30 - 18:00
თბილისის ზღვა 05 ნოე 2018 11:00 - 18:00
თბილისის ზღვა 04 ნოე 2018 11:00 - 18:00
თბილისის ზღვა 29 ოქტ 2018 11:00 - 17:30
თბილისის ზღვა 21 ოქტ 2018 11:00 - 17:30
თბილისის ზღვა 20 ოქტ 2018 11:00 - 18:00
თბილისის ზღვა 17 ოქტ 2018 13:00 - 18:00
თბილისის ზღვა 11 ოქტ 2018 12:30 - 18:00
ფრენების კალენდარი