პირველ რიგში ფრენის დაგეგმა იწყება ამინდის პროგნოზის შემოწმებით, კარგი ამინდის პროგნოზის გარეშე საფრენად გასვლა მეტნაკლებად სახიფათოა, არც თუ ისე იშვიათად ერთი შეხედვით კარგი ამინდი მოულოდნელად შეცვლილა უარესობისკენ!!!
გაზაფხულის სეზონი იხსნება აპრილის თვიდან და მიმდინარეობს შემოდგომის ბოლომდე, ამ დროისათვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილი ფრენისათვის, არის თბილისის ზღვის მახლობლად ან რუსთავში, ამინდის შესაბამისად, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას, თუ პროგნოზი ხელსაყრელია, გავდივართ საფრენად. შეკრება ხორციელდება 51-ე საჯარო სკოლის წინ, ფილარმონიასთან, დილის 10 საათზე, 12 საათისთვის კი უკვე სასტარტო ადგილას ვართ და ვემზადებით ფრენისათვის. რაც შეეხება ზამთრის სეზონს, ზამთარში ყველაზე კარგი საფრენი პირობები გუდაურშია, სეზონი იხსნება დეკემბერში და იხურება მარტის ბოლოს, შესაბამისი ამინდის შემთხვევაში ჩვენ თითქმის ყოველ დღე ვიკრიბებით ზემოაღნიშნულ ადგილას და დილის 9 საათზე გავდივართ გუდაურის მიმართულებით, რათა საბაგიროს გახსნისთანავე ფრენისთვის სრულ მზადყოფნაში ვიმყოფებოდეთ.
ასევე ყოველი ფრენის წინ მოწმდება მანქანებისა და ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობა!!!