როგორ შევისწავლოთ ფრენა

როგორ შევისწავლოთ ფრენა

იმისთვის, რომ აიღოთ ლიცენზია და იფრინოთ დამოუკიდებლად, უნდა გაიაროთ 10 დღიანი სასწავლო კურსი, რომლის ღირებულებაა 500 ლარი. (1 დღე 50 ლარი). გაივლით როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საფუძველებს საფრენ ადგილას, მთაზე და შემდგომ კი მიიღებთ ლიცენზიას შესაბამისი კატეგორიით.

წავლისთვის ძირითადად ვიყენებთ თბილისის ზღვასთან ახლომდებარე გორაკს . თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ დახედოთ რუკას, სადაც დატანილია ჩვენი ყველა საფრენი ადგილების ადგილმდებარეობები და ამ ადგლებში მისასვლელად, ოპტიმალური გზები... იხ. (საფრენი ადგილების რუკა), დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში იხ. (ხშირად დასმული შეკითხვები) ან დაგვიკავშირდით პირადად (კონტაქტი) მენიუს საშუალებით.

ფრენას შეგასწავლიან ლიცენზირებული ინსტრუქტორები, რომელთაც გააჩნიათ პარაპლანის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება, ასევე ჩენს გვაქვს უახლესი და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, NOVA-ს ფირმის გერმანული პარაპლანები.

თუ თქვენ უკვე გადაწყვიტეთ, რომ გსურთ ფრენის შესწავლა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

სწავლის დაწყება

ფრენის განრიგი

საფრენი ადგილი ფრენის თარიღი
Tbilisi Sea 07 აგვ 2018 10:30 - 20:00
Tbilisi Sea 16 აგვ 2018 11:00 - 20:00
Tbilisi Sea 21 აგვ 2018 13:00 - 19:00
Tbilisi Sea 22 აგვ 2018 13:00 - 20:30
Tbilisi Sea 25 აგვ 2018 11:00 - 20:00
Sagarejo - Kazaniani 27 აგვ 2018 13:00 - 20:30
Sagarejo - Kazaniani 31 აგვ 2018 14:00 - 20:30
Tbilisi Sea 15 სექ 2018 10:30 - 18:30
Tbilisi Sea 21 სექ 2018 14:00 - 19:00
Tbilisi Sea 22 სექ 2018 10:30 - 19:00
ფრენების კალენდარი