დაუვიწყარი დღე მანავის ცივზე

დაუვიწყარი დღე მანავის ცივზე

3 მაისის დილა თენდებოდა, ყველა სულმოუთმენლად ველოდით თუ როგორ ამინდს გვიმზადებდა განგება.

საბედნიეროდ, მცირე მოღრუბლულობის მიუხედავად, ამინდის პროგონზმა გაამართლა და ყველანი გავემართეთ საგარეჯოს რაიონში მდებარე სოფელ მანავისაკენ.

მაანვის ცივი მდებაორებს სოფელთან ახლოს, დაახლოებით ხუთ კილომეტრში, აქედან იშლება თვალწარმტაცი ხედი ივრის ზეგანზე, ასევე ჩრდილოეთით მოჩანს კავკასიონის მთათა სისტემა, კარგ ამინდში თვით მყინვარისა და ჩაუხის დანახვაც კი თავისუფლადაა შესაძლებელი შეუიარაღებელი თვალით.

გზის ბოლო 2 კილომეტრი საკმაოდ რთული გასავლელია და მაღალი გამავლობის მანქანასა და გამოცდილ მძღოლს მოითხოვს, მაგრამ მიუხედავად ამისა თუ გზა სველია, მისი ბოლომდე მანქანით გავლა თითქმის შეუძლებელია. სწორედ ასეთ დროს მოვხვდით ჩვენს მანავის ცივზე, წინა დღისით მოსულ წვიმას გზა გაეფუჭებინა, ის დრო იყო ტრანსპორტიდან ჩამოვსულიყავით და გზა ფეხით გაგვეგრძელებინა, ასაფრენი ადგილისაკენ. წინ კი ყველაზე დამრეცი და ციცაბო აღმართი გველოდა, დაახლოებით შუადღის 2 საათისათვის მივაღწიეთ დასახულ მიზანს, ცოტა შევისვენეთ, სიტუაცია შევაფასეთ და დავიწყეთ ფრენისთვის მზადება. რამოდენიმე წუთში ერთმანეთის მიყოლებთ ექვსმა პილოტმა აიღო სტარტი, ამინდი მშვიდი და წყნარი გამოდგა რამაც პილოტებს საშუალება მისცა ფრენისაგან მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ. ქვემოთ შეიგძლიათ იხილოთ ჩენი ფრენის ვიდეოც. მსუველებს კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ :)))))

0 კომენტარი

კომენტარის დამატება