განცხადება გუდაურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

განცხადება გუდაურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

მოგესალმებით,

გვინდა გამოვეხმაუროთ 9 ივნისს გუდაურში მომხდარ ინციდენტს და დავაფიქსიროთ, რომ სოციალური ქსელების და მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში დაფიქსირებული პირები არ არიან აიპ საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის წევრები.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ და უცხოელ მფრინავთა შორის დაპირისპირება გამოიწვია კომერციულმა უთანხმოებამ. ვაცხადებთ, რომ აიპ საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია გუდაურში წარმოებული კომერციული ფრენების მონაწილე არ არის.

2010 წლიდან, დღიდან დაარსებისა, აიპ საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია აქტიურად მუშაობდა და მუშაობს საქართველოში პარაპლანერიზმის განვითარებისათვის შემდეგი მიმართულებებით:

• ახალი, კვალიფიციური კადრების სწავლება და აღზრდა
• ახალი საფრენად საინტერესო ადგილების მოძიება
• ინფრასტრუქტურის გამართვა
• თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება/დანერგვა პარაპლანერიზმის განვითარებისათვის
• შიდა საკვალიფიკაციო და მარეგულირებელი დოკუმენტაციის შექმნა
• ურთიერთობა სახელმწიფო და კერძო უწყებებთან

ჩვენი აზრით, ზემოთ ხსენებული ინციდენტი უდიდეს ზიანს აყენებს როგორც პარაპლანერიზმის განვითარებას გუდაურსა და ზოგადად საქართველოში, ასევე აფერხებს გუდაურის, როგორც პერსპექტიული სამთო-სათხილამურო კურორტის და ტურისტული ერთეულის განვითარებას. ვთვლით, რომ მსგავსი ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.

0 კომენტარი

კომენტარის დამატება