ტრაგედია გუდაურში
გვინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვათ გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო. სიტყვებით რთულია გადმოცემა იმ ტრაგედიის, რაც დატრიალდა... ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი პილოტების, მაშველების, ექიმების და ტურისტის ოჯახებს. არაპლანის პილოტს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და ძალების აღდგენას! ჩვენი სურვილია, რომ ადამიანები ასეთ დროს ერთმანეთს მხარში დაუდგნენ, მოხდეს რეალური პრობლემების გამოკვეთა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია ყოველთვის იყო მზად და სამომავლოდაც გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს ნებისმიერ ინსტანციასთან ნებისმიერ ფორმატში, რათა გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, გავცეთ/მივიღოთ რჩევები და რეკომენდაციები.
0 კომენტარი