პარაპლანერიზმით დაინტერესებული პირების საერთო საკორდინაციო შეხვდერა.
2022 წლის 29 ივლისს მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე, ამა წლის 06 აგვისტოს, ააიპ საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის თაოსნობით ჩატარდა, პარაგლაიდინგთან დაკავშირებული კლუბების საკოორდინაციო შეხვედრა, მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა“.
შეხვედრის მიზანი იყო, მიუხედავად განსხვავებული ინტერესებისა და საქმიანობებისა, პილოტ-პარაპლანერისტთა ხედვების გაზიარება/შეჯამება, თუ რა ღონისძიებებია მომავალში გასატარებელი და რა სახით, რათა მთლიანობაში ამაღლდეს ფრენების ხარისხი და უსაფრთხოება.
შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო 20 ორგანიზაცია/კლუბი. აქედან შეხვედრას დაესწრო 16 მათგანის წარმომაგდენელი, ხოლო ხუთი ორგანიზაცია წარმოდგენილი არ იქნა. მთლიანობაში თავისი აზრი დააფიქსირა 16-დან 14-მა ორგანიზაციამ, რაც მთლიანობაში 200-მდე პილოტს და 100-მდე ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ დამხმარე პერსონალს მოიცავს.
შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა გონივრული რეგულაციების შემოღებას მხარს უჭერს და ამავდროულად მზადაა მონაწილეობა მიიღოს საუწყებათაშორისო კომისიის მუშობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელმაც უნდა შეიმუშოს ხსენებული რეგულაციები.
ასევე, თითოეული მათგანისგან გამოიკვეთა პრინციპული მოთხოვნა, უმოკლეს დროში აღდგეს გუდაურში და მთლიანად საქართველოში კომერციული, თუ სხვა სახის ფრენები პარაპლანით.
0 კომენტარი